აშშ-ში ტრამპის საწინააღმდეგო აქციაზე ცეცხლი გახსნეს [Video]

სიეტლში დონალდ ტრამპის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე მინიმუმ 5 ადამიანი დაიჭრა. უცნობმა მამაკაცმა მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა და მიიმალა, – იუწყება BBC.

როგორც ქალაქის პოლიციის უფროსის მოადგილემ, რობერტ მერნერმა განაცხადა, 4 დაჭრილი მამაკაცი და ქალი ჰარბორვიუს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. საავადმყოფოში განაცხადეს, რომ ხუთივე დაზარალებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

პოლიციაში ვარაუდობენ, რომ ინციდენტს საპროტესტო აქციასთან კავშირი არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ სიეტლი აშშ-ის ერთ-ერთი ქალაქთაგანია, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება. უკვე მეორე დღეა, რაც მომიტინგეები ტრამპის პრეზიდენტად აქრჩევას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ქალაქ ოკლენდში ტრამპის საწინააღმდეგოდ გამართული საპროტესტო აქციები არ წყდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button