ცეცხლმოკიდებულმა ბრიტანელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა [Video]

ბრიტანელმა ენტონი ბრიტონმა გინესის რეკორდი დაამყარა, როცა ცეცხლმოკიდებულ მდგომარეობაში 180 მეტრი გაირბინა, – იუწყება Daily Mail.

ჩვენება ლონდონის ერთ-ერთ რაიონში ჩატარდა. მამაკაცს ცეცხლი წაუკიდეს და გაქცევის ბრძანება გასცეს. ბრიტონს სხეულზე დამცავი გელი ესვა, ქუდი-ბალაკლავა და ჩაფხუტი ეხურა, ასევე 3 კომბინეზონი და ჩექმები ეცვა.

ექსტრემალმა დისტანცია 50 წამში დაფარა. სახანძრო ბრიგადამ ცეცხლი მაშინ ჩააქრო, როცა ბრიტანელი წაიქცა.

წინა რეკორდი ანალოგიურ გარბენში ამერიკელ კასკადიორს, ტედ ბეტჩელორს ეკუთვნის.

მსგავსი პოსტები

Back to top button