თაიმლაფს-ვიდეოში იაპონელი ქალების სილამაზის ევოლუცია ასახეს [Video]
პორტალ Cut Video-ს სტილისტებმა ახალ თაიმლაფს-რგოლში ბოლო 100 წლის განმავლობაში იაპონელი ქალების სილამაზის ევოლუცია წარმოადგინეს.
ვიდეოში ქალის როლი იაპონელმა მოდელმა – მეიმ შეასრულა.
ეს უკვე მე-16 ეპიზოდია სერიიდან – “100 Years of Beauty” (სილამაზის 100 წელი), რომელიც სტილისტებმა შექმნეს. ადრე Cut Video-მ იტალიელი ქალების სილამაზის ევოლუცია წარმოადგინა.