მილიარდერი რუპერტ მერდოკი მიკ ჯაგერის ყოფილ მეუღლესთან იქორწინებს[Photo/video]

News Corporation-ის ხელმძღვანელმა, 84 წლის მედიამაგნატმა, რუპერტ მერდოკმა მოსალოდნელი ქორწილის შესახებ განცხადება გააკეთა. მისი რჩეული 59 წლის მსახიობი და სუპერმოდელი ჯერი ჰოლია, – წერს The Times.

ეს ქორწინება მერდოკისთვის რიგით მეოთხე იქნება, მას სხვადასხვა ცოლებისგან 2 ვაჟი და 4 ქალიშვილი ჰყავს. ჯერი ჰოლი 1970 წლიდან როკ-ჯგუფ The Rolling Stones-ის სოლისტის, მიკ ჯაგერის ერთგული თანამგზავრი იყო. მათ ქორწინებაში 4 შვილი შეეძინათ.

როგორც ცნობილი გახდა, მერდოკი და ჰოლი ერთმანეთს 2015 წლის ზაფხულში დაუახლოვდნენ. მედიამაგნატის პრესმდივანმა განაცხადა, რომ წყვილი ძალიან ბედნიერია და მომავალ ქორწინებას მოუთმენლად ელის.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”27285″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button