თალიბებმა ქაბულის პარლამენტზე იერიში მიიტანეს [Live Video]
ისლამური მოძრაობა „თალიბანის“ ტერორისტებმა, ავღანეთის დედაქალაქის პარლამენტზე იერიში მიტანეს. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ინციდენტს პირდაპირ ეთერში აშუქებს.
TOLOnews-ის ინფორმაციით, პარლამენტის წინ დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა. რამდენიმე დეპუტატი დაიჭრა. პარლამენტიდან ხალხის სასწრაფო ევაკუაცია დაიწყო. სააგენტოს ცნობით, კიდევ 8 აფეთქება დაფიქსირდა. ტერიტორიის მიმდებარე შენობები ძლიერ დაზიანდა.
იერიშის შედეგად, 21 ადამიანი დაშავდა, მათ რიცხვში, 5 ქალი და 3 ბავშვია. პარლამენტის შენობაში ბოევიკები გამაგრდნენ, სპეცსამსახურების მეომრებმა მას ალყა შემოარტყეს და იერიშზე გადავიდნენ.
შეგახსენებთ, ომი, ნატოს შეიარაღებული ძალების ხელშეწყობით, ავღანეთის მთავრობასა და „თალიბანის“ ბოევიკებს შორის, 2001 წელს დაიწყო. 2014 წელს, ქვეყნიდან კოალიციის ძალების საბოლოო გაყვანის შემდეგ, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი ფუნქციები, ავღანეთის ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებს დაეკისრა.
ქაბულის პარლამენტი იერიშის დროს