საქართველოსიახლეები

“მძიმე პაციენტებს დაემატა 79 წლის ქალი”

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, ერთი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა – 79 წლის ქალს აქვს სუნთქვის გაძნელება და ე.წ. ჩაჩუტული ფილტვების სინდრომი.

გარდა ამისა, რატიანის თქმით, სტაბილურია ორსული ქალისა და ახალშობილების მდგომარეობა.

„დაემატა მძიმე პაციენტებს ერთი 79 წლის ქალბატონი, რომელსაც აქვს ე.წ. ჩაჩუტული ფილტვის სინდრომი. 62 წლის ქალს რაც შეეხება – მას აქვს შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ექიმთან მიმართვის დაგვიანება – იმყოფება ფილტვის ვენტილაციაზე. 80 წლის ქალის მდგომარეობაც მკვეთრად დადებითია. ორსული ქალი არის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში. ახალშობილების მდგომარეობაც დადებითია”, – განაცხადა რატიანმა.

ლევან რატიანი ასევე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეს, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, დღეს სახლში გაწერენ.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 83 პაციენტია, 19 არის ინფიცირებული. ყველაზე მძიმე, რომელიც იწვა, იყო ქალი – მას დამძიმებული ანამნეზი ჰქონდა. ჯანმო პირველ ადგილზე აყენებს ლეტალობით ასეთ ანამნეზს. მას ჰქონდა ორმხრივი პნევმონია და მწვავე რესპირატორული სინდრომი.

“მას ჩაუტარდა ყველანაირი კვლევა – მისი მდგომარეობა შეფასდა კრიტიკულად მძიმედ, იმყოფებოდა არაინვაზიურ სუნთქვაზე. ეს ქალბატონი დღეს ეწერება ბინაზე – ის გამოჯანმრთელდა და მე-14 დღეს მიდის კლინიკიდან. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ყაზარმულ რეჟიმში მუშაობს. ასეთი პაციენტების 97% მთავრდება ლეტალობით – ის ორი კვირით იქნება თვითიზოლაციაში”, -განაცხადა ლევან რატიანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button