თამარ ხიდაშელი ბრიფინგს გამართავს

“2015 წლის 1-ელ ნოემბერს, 11:00 საათზე, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის
გამარჯვებული კანდიდატი, თამარ ხიდაშელი, თავის პირველ ბრიფინგს გამართავს”  – ამის შესახებ რადიო ჰერეთს რესპუბლიკური პარტიიდან აცნობეს.

პარტიის განცხადებით, ბრიფინგი გაიმართება საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მის: საგარეჯო,რუსთაველის ქ. #240.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საგარეჯოში შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი თამარ ხიდაშელი ლიდერობს.

48 საარჩევნო უბნის მონაცემებით, თამარ ხიდაშელმა მიიღო 6967 ხმა, რაც ამომრჩეველთა 48.08%. ირმა ინაშვილს კი 6880-მა მოქალაქემ, ამომრჩეველთა 47.48 %-მა მისცა ხმა. თამარ ხიდაშელმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა იორმუღანლოს თემში, საგარეჯოს დანარჩენ სოფლებში კი ამომრჩევლის უმრავლესობამ მხარი ირმა ინაშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button