მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები
თავდასხმა ნიკა მელიას ოფისზე

გლდანში გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა მელიას ოფისზე თავდასხმა მოხდა. ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს.
როგორც ენმ-ს შტაბში განაცხადეს, გამთენიისას ოფისს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს. დამწვარია ოფისის ნაწილი.
ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც შსს-ში აცხადებენ , გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.