კრიმინალირეგიონისაქართველოსიახლეები

თავდასხმა ვალუტის გადამცვლელ პუნქტზე

ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დაყაჩაღების მცდელობა ქუთაისში – ჯიხურის მეპატრონეს თავს ერთი პირი დაესხა, რომელსაც მოტოციკლისტის ჩაფხუტი ეფარა.

თავდამსხმელმა ფულის წართმევა სცადა, თუმცა, ჯუხურის მეპატრონემ და მისმა შვილმა წინააღმდეგობა გაუწიეს.

შსს-ს ინფორმაციით, 1988 წელს დაბადებული, ამჟამად ნარკოდანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.შ. პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც იგი ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ვალუტის გადამცვლელ ერთ-ერთ ჯიხურს თავს დაესხა და მეპატრონეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხას სთხოვდა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ დაცვის პოლიციის ინკასაციის სამმართველოს თანამშრომლები, რომლებმაც ბ.შ., კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი: ავტომატი და პისტოლეტი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ამჟამად ნარკოდანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button