მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების რამდენიმე შეტევა მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარების ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია შეტევაზე უკრაინის აღმოსავლეთში, ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებებით.

გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 3 და დონეცკის ოლქის 9 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან.
უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამოქალაქო ობიექტებზე 2 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ზაპოროჟიეს ოლქში და თავდაცვის ძალების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე მიიტანეს 41 საავიაციო იერიში და 28 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ქალაქ ხერსონში. არსებული ინფორმაციით, რუსული დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 დაშავდა.

ხერსონის OVA-ს თავმჯდომარის, იაროსლავ იანუშევიჩის თქმით, მტერი აგრძელებს მიზანმიმართულ თავდასხმას სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე.

“ხერსონის რაიონი – ხერსონის საცხოვრებელი უბნები კვლავ მტრის ცეცხლის ქვეშ იყო, ჭურვების დარტყმის შედეგად განადგურდა კერძო და საცხოვრებელი კორპუსები. რუსებმა ასევე ცეცხლი გაუხსნეს ზელენოვკას, ტოკარევკას, ანტონოვკას, ნოვოტიაგინკას და დარიევკას.”- განაცხადა უინუშევიჩმა.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, შეიარაღებული ძალების ავიაციამ 17 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე და 4 დარტყმა საზენიტო სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე. ჩამოგდებულია 1 უპილოტო საფრენი აპარატი. გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 7 ადგილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button