მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ცნობას შვილის დაღუპვის შესახებ მამა ავრცელებს.

“ჩემი შვილი ჯამბულათ ხოფერია აღესრულა უკრაინაში..
ვფიქრობდი დროშა, რომელიც ჩვენ აღვმართეთ დამპყრობლებთან ბრძოლაში საიმედო ხელში იყო,მაგრამ უფალმა ისევ მე დამიბრუნა ..

ჩვენ ვერ გაგვტეხენ ..ეს ჩვენი ხვედრია და ამ განსაცდელსაც ისე შევხვდებით როგორც ჩვენ გვეკადრება..
მტრებს ყველაფერი წინ ააქვთ ..
და მე როცა აღარ ვიქნები ჩვენი საქმე ჩვენი სამშობლოს მტრებისგან დახსნის საქმე მისი ერთიანობის და სიძლიერის საქმე თქვენ გააგრძელეთ..
მხედრიონის საბრძოლო ფრთა ისევ ბრძოლაშია..”,-წერს იგი.
ჯაბა ხოფერია 27-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთთან ომს შეეწირა.

მსგავსი პოსტები

Back to top button