თავდაცვის სამინისტრო გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რიგითი გივი კირკიტაძის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
გივი კირკიტაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
“I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისში” სასწავლო კურსზე იყო მივლინებული. 2015 წლის 10 ივნისს, გივი კირკიტაძე სამხედრო ნაწილიდან დათხოვნაში იმყოფებოდა და მეორე დღეს სასწავლო ცენტრში არ გამოცხადდა. მოგვიანებით, იგი სასწავლო ცენტრთან მდებარე მიტოვებულ შენობაში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეს იძიებს შსს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის სამმართველოს პირველი განყოფილება”, – აღნიშნულია განცხადებაში.