“თავდაცვის სამინისტრო პირველი წუთებიდან ჩართულია პროცესებში”
თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო განცხადებით ეხმაურება.
“თავდაცვის სამინისტრო პირველი წუთებიდან ჩართულია პროცესებში. სამინისტროს და გენშტაბის ხელმძღვანელობა იმყოფება ადგილზე.სრულად არის მობილიზებული საინჟინრო ბრიგადისა და ლოჯისტიკის პირადი შემადგენლობა, რომლებიც ყველა ტექნიკური საშუალებით დახმარებას უწევენ დაზარალებულებს.თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად. სამინისტრო თხოვნით მიმართავს მოსახლეობას არ აყვნენ პანიკას” – ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე.