“თავისუფალი დემოკრატები” პარტიის განახლებას დამოუკიდებლად აპირებენ
,,თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამარ კეკენაძე სხვა პროდასავლურ პარტიებთან გაერთიანებას გამორიცხავს, მისთვის უმჯობესია პარტიამ დამოუკიდებლად გააგრძელოს განვითარება და შეინარჩუნოს იდენტობა.
კეკენაძე მზად არის ითანამშრომლოს მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებთან რომლებთანაც საერთო მოსაზრებები აქვთ.
,,თავისუფალი დემოკრატები“ თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ, პირიქით მზად ვართ და ღია ვართ კონსულტაციებისთვის ყველა იმ საკითხზე სადაც გვაქვს საერთო მოსაზრებები და გადაკვეთის წერტილები, თუმცა ჩვენ ვაპირებთ დამოუკიდებლად მოვსინჯოთ კიდევ ერთხელ ძალები თვითმმართველობის არჩევებზე. არ ვაპირებთ ვინმესთან გაერთიანებას. ეს იყო პირველი დამოუკიდებელი არჩევნები, სადაც პარტიამ დამოუკიდბლად, ყოველგვარი კოალიციის გარეშე მიიღო მონაწილეობა, ეს იყო სერიოზული გამოცდილება და ჩვენთვის, ,,თავისუფალი დემოკრატებისთვის“ მნიშვნელოვანია დამოუკიდებად გავაგრძელოთ განახლება, შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა და მოვახდინოთ იმ ადამიანების რაოდენობის ზრდა ვინც ჩვენ მხარი დაგვიჭირა. ეს არ არის ცოტა, ეს არის 80 000 – ზე მეტი საქართველოს მოქალაქე და დარწმუნებული ვარ უფრო მეტი მხარდამჭერი გვყავს, უბრალოდ ჩვენ ვერ მოვახერხეთ მათი დარწმუნება რომ მოსულიყვნენ არჩევნებზე“ – განაცხადა თამარ კეკენაძემ.