ვეტერანებს პრეზიდენთმა ვეტერანთა დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა ომის ვეტერანებს ვეტერანთა დღე მიულოცა.

მათ მადლობა გადაუხადა ქვეყნის სამსახურში მსახურებისათვის და მშვიდობა და კეთილდეობა უსურვა.
„ძვირფასო მეგობრებო, სხვადასხვა თაობის ვეტერანებო, ვინც მეორე სამამულო ომსა თუ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოსა თუ მსოფლიოს ცხელ წერტილებში, თავდადებით იბრძოდით სამშობლოს თავისუფლებისა თუ გლობალური უსაფრთხოებისათვის, გულითადად გილოცავთ დღევანდელ დღეს.
საზოგადოების განვითარების საზომი არის ის, თუ როგორ ვაფასებთ და ვზრუნავთ სამშობლოს დამცველებზე, ჩვენ ვეტერანებზე. ეს დაფასება არის არა მხოლოდ თქვენი წარსული ღვაწლის აღიარება, არამედ ზრუნვა მომავალზე, ახალგაზრდა თაობებში სწორი ღირებულებების, სამშობლოსა და თავისუფლების უზენაესობის იდეალთა დამკვიდრება.
ქართველი ხალხის სახელით, მადლობას გიხდით საქართველოს მსახურებისთვის და მშვიდობას, კეთილდღეობასა და დღეგრძელობას გისურვებთ, “- გიორგი მარგველაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button