მნიშვნელოვანისაქართველო

პრეზიდენტმა “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მაუწყებლის შესახებ კანონს ვეტო დაადო.

პრეზიდენტმა ვეტოს დადების შესახებ განცხადება ბრიფინგზე გააკეთა.

„დღეს ჩვენ ვუბრუნებთ პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონს, ორი ძირითადი მოტივირებული შენიშვნით. იმედი მაქვს რომ პარლამენტი კარგად გაიზარებს ჩვენს მიერ წარმოდგენილ ვეტოს და გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორც მედიაპლურალიზმის შესანარჩუნებლად და ჯანმრთელი კონკურენციის შენარჩუნების თვალსაზრისით, ასევე სახელმწიფო სახსრების ყაირათიანი და გამჭვირვალე ხარჯვის მიმართულებით,“-განაცხადა მარგევლაშვილმა.

მისი თქმით, იგი მაუწყებლის შესახებ კანონს ვეტოს ორი მნიშვნელოვანი საკითხის გამო ადებს. პრეზიდენტის თქმით, კანონში არ არის ადეკვატურად გაწერილი მედიის სარეკლამო ბაზრის შესახებ საკითხი. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების გამო პრივილეგია აქვს, რაც ბაზარზე მოთამაშე სხვა კომპანიებს აზარალებს. პრეზიდენტმა მეორე პრობლემურ თემად შესყიდვების საკითხი დაასახელა და განმარტა, რომ ეს კანონი დასახვეწია და ევროპულ რეგულაციებთან უნდა მოვიდეს თანხვედრაში.

შეგახსენებთ, რომ მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების შედეგად საზოგადოებრივ მაუწყებელს შესაძლებლობა მიეცემა, რომ ეთერში კომერციული რეკლამები განათავსოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button