“თავისუფალი დრო” 1 მაისიდან ჰერეთზე
ჰერეთის მსმენელს მაისიდან “თავისუფალი დრო” ელოდება რადიომიმღებებთან.
1 მაისიდან, ჰერეთის ყველაზე რეიტინგული გადაცემა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუ “თავისუფალი დრო”განაახლებს მუშაობას.
პარასკევობით, 18 საათიდან, ჟურნალისტი მარინა გოგოლაძე კახეთის რეგიონში ყველაზე მწვავე პოლიტიკურ,სოციალურ, საზოგადოებრივ თემებს გააშუქებს.
თოქ-შოუ კახეთის თვითმმართველობებში და მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებს აქტიურად გააშუქებს რადიო ჰერეთის კორესპონდენტებთან და “რადიობლოგერებთან” ერთად.
პირდაპირი ჩართვები, ინტერაქტიული გამოკითხვები და დებატები.
პირდაპირ ეთერში იმუშავებს ცხელი ხაზიც.
შემოგვიერთდით “თავისუფალი დრო”-ს Facebook გვერდზეც და მოგვწერეთ თქვენი მოსაზრებები.
თოქ-შოუ მზადდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის და შვედეთის განვითარების სააგენტო SIDA-ს ფინანსური მხარდაჭერით.
მოუსმინეთ პრომოს