იაპონიაში 80 წლის ასაკს გადაცილებულ ადამიანთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა

80 წელს გადაცილებულ იაპონელთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა, რომელიც მოსახლეობის 7,9% შეადგენს- აცხადებს ქვეყნის შინაგან საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტრო.

მოცემული სტატისტიკა, საერო დღესასწაულთან – მოხუცებულობის პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 1950 წლიდან დაწყებული, ყოველწლიურად ქვეყნდება.

აღსანიშნავია, რომ 65 წელს გადაცილებული 6,8 მილიონი იაპონელი -დასაქმებულია.

100 წელს გადაცილებულ იაპონელთა რიცხვმა უკვე 60 000 ადამიანს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ იაპონიაში, მიმდინარე წლის 1აპრილს, 118 წლის ასაკში, პლანეტის უხუცესი ქალბატონი – მისაო ოკავა გარდაიცვალა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”18564″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button