“თავისუფლება” დღიურების მეთერთმეტე პრეზენტაციას გამართავს

რადიო თავისუფლების ქართული ბიურო “თავისუფლების დღიურების” მეტერთმეტე წიგნის პრეზენტაციას დღეს, 29 მარტს, მწერალთა სახლში გამართავს. „თავისუფლების დღიურები“ რადიო თავისუფლების პროექტია, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის, ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ადამიანები ერთი კვირის განმავლობაში აწარმოებენ ჩანაწერებს და რადიოს ეთერში გადაიცემა, ყოველი მარტის ბოლოს კი წიგნად გამოიცემა და ერთგვარად აჯამებს გასული წლის განვლილ 365 დღეს.

წიგნის პრეზენტაციაზე ავტორების მონაწილეობით გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც შედგება.

„თავისუფლების დღიურები 2016“-ს, ისევე, როგორც მის ყოველ წინამორბედს, 52 ავტორი ჰყავს.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება ამჟამად 20 ქვეყანაში 28 ენაზე მაუწყებლობს, მათ შორის – 1953 წლის მარტიდან – ქართულად.

2001 წლიდან, რადიო “თავისუფლება” რადიო ჰერეთის პარტნიორია.

მსგავსი პოსტები

Back to top button