„თავისუფლება მიშას” – ამ მოთხოვნით საქალაქო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს
სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

„თავისუფლება მიშას” – ამ მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება , აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე იმყოფებიან სააკაშვილის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები.
სასამართლოს ეზოში მობილიზებული არიან სამართალდამცავებიც.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას ესწრება ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
დღევანდელი სხდომა მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების საქმეს უკავშირდება. ეს სათაური მრავლისმთქმელია და მიუთითებს ამ ბრალის აბსურდულობაზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებულ საქმეს სამართლებრივი მხარე არ გააჩნია.
“მოგეხსენებათ, დღევანდელი სხდომა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების საქმეს უკავშირდება. ეს სათაური მრავლისმთქმელია და ამ ბრალის აბსურდულობაზე მიუთითებს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილმა თვითმფრინავის ბილეთი გამოაქვეყნა, რითაც საქართველოში დაბრუნებას აპირებდა, ამის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” პროვოკაციები კონტრაქციების დაანონსება დაიწყო.
სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მიხეილ სააკაშვილმა დაბრუნებულიყო იმ ფორმით, რომ არ გაერისკა არავის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, გარდა საკუთარისა.
ამ საქმეს სამართლებრივი მხარე არ გააჩნია. რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო სხდომას, სასამართლო სხდომაზე მონაწილეობას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი. ის, სავარაუდოდ მიმართავს საზოგადოებას. რაც შეეხება იმას, თუ რა მოქმედებები შესრულდება, პროცესზე და ვინ გამოიკითხება, ეს დამოკიდებულია ბრალდების მხარეზე. რაც შეეხება შუამდგომლობას, წინასწარ დაგეგმილი არ გვაქვს, პროცესის მიმდინარეობისას შესაძლოა, წარმოიშვას“,- აღნიშნავს საძაგლიშვილი.
მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია საქალაქო სასამართლოში შვილის პროცესზე დასასწრებად მივიდა. მისი თქმით, პროცესზე შვილის სანახავად მივიდა.
“ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვიტყვი, გრძელდება მარაზმი და მოვდივარ რომ ჩემი შვილი ვნახო და მოვუსმინო”, – ამბობს გიული ალასანია
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.
აქვე გეტყვით რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.
შეგახსენებთ რომ სასამართლო პროცესის პარალელურად, სასამართლოს ეზოში სააკაშვილის მხარდამჭერები და აქტივისტები არიან მობილიზებული.