მნიშვნელოვანისიახლეები

“თავისუფლება მიშას” აქცია იუსტიციის სამინისტროსთან

“თავისუფლება მიშას” – ამ მოთხოვნით, ოპოზიციის საპროტესტო აქცია ამ წუთებში იუსტიციის სამინისტროსთან იმართება.

ისინი სამინისტროსთან მსვლელობით მივიდნენ. მანამდე აქცია მეტროსადგურ დიდუბესა და სამას არაგველზე გაიმართა.

აქციის მონაწილეები აკრავენ სტიკერებს, რომელზეც გამოსახულია პოლიტიკოსების სახეები, მათ შორის, იუსტიციის მინისტრის.
ოპოზიციის ლიდერებმა აქციიდან პირველი გზავნილი გაავრცელეს, ისინი რატი ბრეგაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის შესაბამისი დანაყოფები.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ მშვიდობიანი ბრძოლა გაგრძელდება და პროტესტი არ შეწყდება.

აქციის მონაწილეების ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button