თბილად ჩაიცვით! – ოპოზიციამ ხვალისთვის ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ოპოზიციის გეგმები შეიცვალა. ხვალ ქალაქის სამ ლოკაციაზე დაგეგმილი მსვლელობა გაუქმდა, თუმცა როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციას 15:00 საათზე, “რესპუბლიკის მოედანზე” გამართავს.
ხვალ ყველას, ვისაც სჯერა, რომ შიმშილობა შიმშილობაა და არა დიეტა, ვისაც სჯერა, რომ ამყველაფერში თავიდან ბოლომდე ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნსი მესამე პრეზიდენტს არ უნდა კლავდნენ, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის თავისუფლება და ღირსება არის ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ, გელოდებით სამ საათზე რესპუბლიკის მოედანზე”, – აღნიოშნა ნიკა მელიამ.
ვიკრიბებით კონკრეტული გეგმით, რომელსაც ხვალ გაგაცნობთ”- განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარემ და მხარდამჭერებს “თბილად ჩაცმისკენ” მოუწოდა.
ნიკა მელია ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე უარის თქმით, მმართველი გუნდი ექსპრეზიდენტის შიმშილობით სიკვდილს უწყობს ხელს. ოპოზიციის ლიდერი მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ და დროს ხვალ 15:00 საათამდე აძლევს
ოპოზიციის გეგმები მას შემდეგ შეიცვალა, რაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღეს უკიდურესად დამძიმდა და მან გონება დაკარგა