მნიშვნელოვანისიახლეები
,,ჩემს შვილს კლავენ” -გიული ალასანია

ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო შექმნილი ორი კონსილიუმის წევრები იმყოფებიან.არსებული ინფორმაციით, მას მინისტრიც ესწრება.
განხილვის თემა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
სამინისტროში ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის დედაც მივიდა.
,,ჩემს შვილს კლავენ” – ასეთი კომენტარით შემოიფარგლა გიული ალასანია უწყებაში შესვლისას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა შიმშილობის 49- დღეს, რამდენიმე საათის წინ, გონება დაკარგა.