სპორტი

ბარსელონა დე იონგის გაყიდვას და სტერლინგის დამატებას გეგმავს

ესპანური პრესის ინფორმაციით, ბარსელონა მზადაა ფინანსური კრიზისი კიდევ უფრო შეამსუბუქოს და რომელიმე ფეხბურთელს შეელიოს.

ასეთად კი კატალონიურმა გრანდმა ნიდერლანდელი მოთამაშე ფრენკ დე იონგი დაასახელა.

დე იონგი კლუბმა 2019 წლის ზაფხულში 65 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა

ფეხბურთელს შესაძლო ახალი გუნდიც გამოუჩნდა.მანჩესტერ სიტი ბარსელონამდეც გეგმავდა იონგის შეძენას და ახლა მზადაა ნახევარმცველში 75 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

იმის მიუხედავად, რომ ჰოლანდიელი ბარსაში არც თუ ისე ცუდად გამოიყურება,ბარსელონას ხელმძღვანელობა დიდი ხანია რახიმ სტერლინგს უმიზნებს და სავარაუდოდ, გუნდები ფეხბურთელების როტაციაზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ სტერლინგი მანჩესტერ სიტის მოთამაშეა.

აღსანიშნავია,რომ ბარსელონაში ჩავის მთავარ მწვრთნელად მისვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ჩავი ამ მოვლენასაც სხვანაირად უყურებს და ამბობს,რომ ჯერ დააკვირდება ორივე ფეხბურთელს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს თუ რომელი ფეხბურთელი იქნება გუნდისთვის მეტად სასარგებლო.

მსგავსი პოსტები

Back to top button