მნიშვნელოვანისიახლეები
თბილისი-ბაკურციხის გზის მონაკვეთზე სატვირთო ავტომობილი დაიწვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სატვირთო ავტომობილი დაიწვა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თბილისი-ბაკურციხის გზის მონაკვეთზე მოხდა.
ძლიერი ცეცხლის გამო, გზაზე გადაადგილება დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში შეფერხებული იყო.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა მთლიანად დაიწვა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო- სამაშველო ბრიგადა, რომელმაც ხანძრის ლიკვიდაცია მოახდინა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.