“თბილისი 2015”-სთვის პირველი ობიექტი გაიხსნა [Audio]
თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის პირველი ობიექტი გაიხსნა.
დიღომში სპორტული კომპლექსის პრეზენტაციას პრემიერ მინისტრი დაესწრო. მისი განცხადებით, ოლიმპიადისთვის აშენებული სპორტული კომპლექსები უზრუნველყოფს სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის გამართვას.
“16 დღეში ჩვენი ქვეყანა და დედაქალაქი უმასპინძლებს ევროპის მე-13 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. თბილისი უმასპინძლებს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დიდი სპორტული ტრადიციების ქვეყანაა და ჩვენ მსოფლიოში სახელგანთქმული სპორტსმენები გვყავს, ასეთი წარმომადგენლობითი საერთაშორისო სპორტული ღონისძიება საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. წელს თბილისი ევროპის 50-მდე ქვეყნის 4 ათას სპორტსმენს უმასპინძლებს და ოლიმპიადის პერიოდში იქცევა სპორტის ევროპულ დედაქალაქად,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.