თბილისი FM93.5 რადიორეიტინგების უპირობო ლიდერია
მედიაჰოლდინგ ჰერეთის რადიოსადგური თბილისი FM93.5 – 2022 წლის მონაცემებით, ქართული რადიოსივრცის უპირობო ლიდერია, როგორც დედაქალაქში, ასევე აპლიკაციებზე და ინტერნეტში (მოსმენის მიხედვით).
ჰერეთმა დედაქალაქში სამგზავრო ტაქსებში გამოკითხვა ჩაატარა.
ჩვენმა თანამშრომლებმა ერთი კითხვით მიმართეს ტაქსის მძღოლებს: რომელი რადიოსადგურის ახალ ამბებს ენდობით?
1800 გამოკითხული რესპოდენტიდან სურათი ასე გადანაწილდა:
რადიოსადგური ასევე ლიდერ პოზიციას არ თმობს მსოფლიოს წამყვან რადიოაპლიკაციებზე Radio garden და world radio სადაც თბილისსა და საქართველოში ინტერნეტ მსმენელთა ყველაზე დიდი რაოდენობა სწორედ რადიო თბილისს FM93.5 უსმენს.
რადიო თბილისი ასევე პოპულარულია რადიო ინტერნეტ პლატფორმა Radio Volna -ზე, სადაც რადიოსადგურს 161 ათასზე მეტი მოსმენა აქვს.
რადიო თბილისი ლიდერია სოციალურ მედიაშიც, სადაც მიმდევარი 300 ათასზე მეტი ფეისბუქმომხმარებელია. რადიოსადგურის მონაცემები (მოცვა და ადამიანთა ჩართულობა ე.წ ინგეიჯმენტი) ციფრებში 10 ნოემბრის მდგომარეობით ასე გამოიყურება: 2 მილიონ 600 ათასზე მეტი მოცვა და მილიონ 250 ათასზე მეტი ჩართულობა.
“მასშტაბური დამოუკიდებელი კვალიფიციური რაოდენობრივი კვლევა, ქვეყანაში 2015 წლის შემდეგ აღარ განხორციელებულა. (TNS საქართველო, რომელიც USAID-მა დააფინანსა) სწორედ ამიტომ, სხვადასხვა თვითკვლევა, რომელსაც რადიოსადგურები გაურკვეველ კვლევითი კომპანიებს უკვეთავენ, არ არის სანდო და არ ასახავს რეალობას, რადგან კვლევაში თანხებს კონკრეტული რადიოსადგურები იხდიან და სწორედ ისინი ჩანან ლიდერებად.” – თვლის რამაზ სამხარაძე, ჰერეთის დამფუძნებელი და საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის თავმჯდომარე.
მისი განცხადებით, აღნიშნული მანიპულირებული კვლევებით რადიობაზარზე სარეკლამო ბიუჯეტები არასწორად ნაწილდება, რაც საბოლოოდ ყველა რადიოსადგურს აზარალებს.
რამაზ სამხარაძე თვლის, რომ კვალიფიციური რადიომთვლელის არარსებობით და მანიპულირებული კვლევებით, დამოუკიდებელი რადიობიზნესი ზარალდება და საფრთხე ექმნება მის მომავალ არსებობასა და განვითარებას.