მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

თბილისი პრაიდის ბოლო დღე-რა იგეგმება აქციაზე

დღეს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით, თბილისი პრაიდის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიურ კომუნიკაციაში არიან და მარშთან დაკავშირებით უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობენ. ღონისძიების საბოლოო გეგმა დღეს, დღის პირველ ნახევარში გაჟღერდება.

“ლგბტქ ადამიანებისა და მხარდამჭერების მხრიდან ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ხვალინდელ ღირსების მარშთან დაკავშირებით. როგორც უკვე ვიცით, იგეგმება კონტრაქცია ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან. ჩვენ ვართ მშვიდობიანი დემონსტრანტები და არ გვსურს ღირსების მარშს მოჰყვეს ძალადობრივი ინციდენტები. სწორედ ამის გამოსარიცხად, ვცდილობთ მაქსიმალურად შევამციროთ კონტრაქციის მონაწილეებთან ფიზიკური შეხების შესაძლებლობა.
აქციის საორგანიზაციო გუნდი მუშაობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ მიზნით აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან”, – წერია მათ განცხადებაში.

დღევანდელ მარშს ეხმაურება საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი. როგორც მან თქვა საქართველოს კონსტიტუცია ყველა მოქალაქის დაცვას უზრუნველყოფს და ვინც ძალადობით მშვიდობიანი მსვლელობისთვის ხელის შეშლას გეგმავენ, საქართველოს კონსტიტუციას არღვევენ.

“საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს მისი ყველა მოქალაქის დაცვას, მათ ორის მშვიდობიანი შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლებას, ისევე როგორც ამერიკის კონსტიტუცია, იმისდა მიუხედავად, რომ შეიძლება ეს აზრი იყოს არაპოპულარული და უმრავლესობისთვის წინააღმდეგობრივი.
გვჯერა, რომ საქართველოს პოლიციას აქვს სათანადო უნარები და პროფესიონალიზმი იმისთვის, რომ მშვიდობიან მონაწილეებს უფლება მისცენ გამოხატონ თავისი უფლება და განახორციელონ ეს უფლება, ხოლო ისინი, ვისაც სურთ რომ ხელი შეუშალონ მშვიდობიან მსვლელობას, ძალადობით და ზიზღით არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას “,- თქვა კელი დეგნანმა.

„თბილისი პრაიდის“ დასასრულს, დღეს რუსთაველზე “ღირსების მარში” გაიმართება. აქციის პარალელურად კი , ქაშუეთის ეკლესიასთან მსვლელობას გამართავს საპატრიარქო.

მსგავსი პოსტები

Back to top button