სპორტი
თბილისის დინამოს წყალბურთელები ბრეშასთან დამარცხდენ

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის დინამომ A ჯგუფში მეოთხე ტური ითამაშა და წააგო.
დინამოელებმა იტალიურ ბრეშას უმასპინძლეს და 11:19 დამარცხდნენ.
დეიან სტანოიევიჩის გაწვრთნილმა დინამოელებმა მატჩის ოთხივე მეოთხედი დათმეს და ჯგუფში 0 ქულით ბოლო ადგილზე არიან.
ლიგის მეხუთე ტურში თბილისელი წყალბურთელები 14 დეკემბერს სტუმრად რადნიჩკის დაუპირისპირდებიან.