სპორტი

ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირდა

მიმდინარე წელი საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნების წელია.

კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ორი სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე წევრის,საკალათბურთო კლუბების: რუსთავი -1991 და ქუთაისი-2010 ის წარდგინებით მიიღო განცხადებები ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატის დარეგისტრირების შესახებ.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი,ამჟამად კი საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორ სანიკიძე.

საერთო საარჩევნო კრება 2021 წლის 11 დეკემბერს,ჩაინიშნა,რომელიც თბილისის ქორთიარდ მარიოტის საკონფერენციო დარბაზი 13 საათიდან დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button