თურქეთის კონსული განმარტებას აკეთებს

სარფში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განმარტებასა კეთებს საქართველოში თურქეთის კონსული.

მისი განცხადებით, მწყობრიდან გამოვიდა ელექტრონული სისტემა მთელი თურქეთის მასშტაბით. ანალოგიური სიტუაცია შექმნილია ქვეყნის ყველა გამშვებ პუნქტზე.

გენერალური კონსულის თქმით, სისტემა პერიოდულად ირთვება და ისევ ითიშება. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ. თუმცა თურქული მხარე კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს , როდის აღდგება მუშაობა ჩვეულ რეჟიმში. საქართველოს მოქალაქეები კი ამ დრომდე სარფის გამშვებ პუნქტთან არიან შეკრებილნი და ელოდებიან როდის აღდგება მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის.

მსგავსი პოსტები

ასევე ნახე
Close
Back to top button