თბილისის საბავშვო ბაღებში წელს 10 ათასი ადგილია
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დღეს რეგისტრაციის პროცესი იწყება.
სულ ათი ათასამდე პატარა დარეგისტრირდება. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები გაივლიან, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 ათასზე ნაკლებია. ასევე ჩვილ-ბავშვთა სახლის ბენეფიციარები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პატარები.
სექტემბრიდან ათი ათასს კიდევ 500 ადგილი დაემატება, მას შმედეგ რაც 4 ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულდება.