მნიშვნელოვანისიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლო 50-წუთიანი დაგვიანებით დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი 50-წუთიანი დაგვიანებით დაიწყო რადგან სააკაშვილი სპეციალურ ოთახში უნდა გადაეყვანათ, საიდანაც ის საქალაქო სასამართლოში დისტანციურად ჩაერთვებოდა.

თავიდან თქვეს, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ ხერხდებოდა ჩართვა, თუმცა, შემდეგ როგორც მოსამართლემ განმარტა, დისტანციურად ჩართვაზე თავად მიხეილ სააკაშვილმა თქვა უარი.

ის ითხოვს, რომ პროცესზე უშუალოდ მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეს.

ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველები ითხოვდნენ ოფიციალურად განემარტათ, რატომ არ მისცეს მიხეილ სააკაშვილს სხდომაზე დასწრების უფლება არც დღეს, რასაც მოსამართლესა და ადვოკატებს სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

დაცვის მხარე მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დასწრების შუამდგომლობას კიდევ ერთხელ დააყენებს.

მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს თქვა, რომ საქართველოში ჩამოვიდა. ის იმავე საღამოს დააკავეს, თუმცა, ბრალი 20 დღის შემდეგ წარუდგინეს.

ასევე, საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარებისთვის, დანაშაულის დაფარვის მუხლით, ბრალი წარდგენილი აქვთ ელგუჯა ცომაიას, გიორგი ნარიმანიძეს და მამა-შვილ წოწორიებს.

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, საზღვრის კვეთის გარდა, კიდევ 2 საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვა – 7 ნოემბრის და ე.წ პიჯაკების საქმეზე. ყოფილი პრეზიდენტი არც ერთ პროცესს არ დაასწრეს. პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად მისი მხარდამჭერების მხრიდან “შესაძლო დესტრუქცია” დაასახელა, რომელიც სახელმწიფოს დამხობას ისახავს მიზნად.

მსგავსი პოსტები

Back to top button