მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული ორსული პედაგოგი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

ზუგდიდელი 43 წლის პედაგოგი ქალი ნინო ქუთელია,რომელიც კორონავირუსის გართულებული ფორმით ქუთაისში გადაიყვანეს, დღეს დილით გარდაიცვალა.

მას საკეისრო კვეთა რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“ღმერთოოოოო!!!!! ეს რა გაავიგე,წამოუდგენელიაა ნინო მას, თქვენი დაკარგვა და არ ყოფნა.სიცოცხლის ბოლომდე გამყვება თქვენი სითბო, სიყვარული და გვერდში დგომა,არასდროოოოს არ დამავწიყდება, როცა მაგ სკოლის პატივცემულმა დირექტორმა სკოლიდან გამომიშვა თქვენ ერთ-ერთი იყავით ვინც კბილებიით მიცავდა, ყოველ დღე მირეკავდა და მეკონტაქტებოდა….ღმერთო რატომ?!!!! ასეთი უსამართლობა?!!!! წარმოუდგენელია, დაუჯერებელი,ნინო მას, უზომოდ მტკივა გულიიი,უფალმა ნათელში ამყოფოს თქვენი სპეტაკი სული და თქვენი პატარა ანდრია დაიფარეთ ზეციდან…..”,-წერს სკოლის პედაგოგი.

43 წლის ქალს კორონავირუსი მშობიარობამდე ორი კვირით ადრე შეეყარა და ამიტომ მედიკოსების თქმით,მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button