მნიშვნელოვანისიახლეები

საპროტესტო აქცია ძიმითში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მდინარე სუფსაზე კომპანია “აკეთი” კარიერულ საქმიანობას მათ კუთვნილ ნაკვეთებზე აწარმოებს. ძიმითელები თვლიან, რომ თუ კომპანიამ აქ მუშაობა გააგრძელა, საკმაოდ დიდი პრობლემები შეექმნებათ, რადგან წარსულში ამის გამოცდილება უკვე აქვთ.

“ადრე აქ კიდევ უფრო მეტი საყანე ფართობები გვქონდა, მაგრამ წინა კომპანიების კარიერული წარმოების შედეგად დავკარგეთ. ოჯახებს ამ ყანებით ვარჩენდით. ახლა აღარ დავუშვებთ, რაც დაგვრჩა, ის კომპანია “აკეთმა” წაიღოს. ჩვენ რომ გვინდა, ამ მდინარიდან ერთი ურიკა ხრეში ვერ წაგვიღია, იმ წუთს დაგვაჯარიმებენ. სახელმწიფო კომპანიას კი აძლევს ნებას, როგორც უნდა ისე მოიქცეს.” – აცხადებენ ადგილობრივები.

სოფლის რწმუნებულის განცხადებით, კომპანიას მდინარიდან ინერტული მასალების მოპოვებისთვის საჭირო ლიცენზია 2022 წლამდე აქვს, თუმცა ამავე ტერიტორიებზე მოსახლეობას საყანე ფართობები მიღება-ჩაბარების აქტებით აქვთ მიღებული. რწმუნებულის განცხადებით, სიტუაცია საფუძვლიანად შესასწავლია.
კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე ჯერჯერობით არ გამოჩენილან.

მსგავსი პოსტები

Back to top button