თბილისის ზოოპარკს ცხოველები აჩუქეს

თბილისის ზოოლოგიურ პარკში საფრანგეთიდან 11 ცხოველი ჩამოდის. ოვერნეს ზოოპარკი საჩუქრად 9 ბერბერულ მაკაკას და 2 ემუს გზავნის.

ცხოველებს 7 ნოემბერს, თვითმფრინავით ჩამოიყვანენ. ზოოლოგიურ პარკის ადმინისტრაციის თქმით, ახალი ბინადრებისთვის ვოლიერები უკვე აშენებულია.

წელს თბილისის ზოოპარკმა ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად 70-ზე მეტი ცხოველი მიიღო. უახლოეს მომავალში იგეგმება ბენეტას ვალაბების (საშუალო ზომის კენგურუ), აფრიკული პინგვინების, დაბლობის ტაპირებისა და ფაფრიანი ცხვრების ჩამოყვანა.

2015 წლის 13 ივლისის ღამეს მდინარე ვერე კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა, მათ შორის – „მზიური“, ზოოპარკი, სვანისძის ქუჩა. სტიქიის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, 2 დღემდე დაკარგულად ითვლება. დაიღუპა ასევე ზოოპარკის 300-მდე ბინადარი ცხოველი და ფრინველი, დაინგრა ვაკე-საბურთალოს შემოვლითი გზა, კერძო სახლები, მანქანები, დაიტბორა კორპუსების პირველი და მეორე სართულები. დღემდე მიმდინარეობს წყალდიდობის შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მსგავსი პოსტები

Back to top button