თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში ყინვას პროგნოზირებენ
სინოპტიკოსებით თქმით, დღეს დედაქალაქსა და აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურის კლება და ყინვაა მოსალოდნელი, ზოგიერთ რაიონში მოთოვს.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთის ძლიერი ქარი რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება, თუმცა უნალექოდ.
სპეციალისტების ინფორმაციით, ამინდი 24 ნოემბრიდან გაუმჯობესდება და ტემპერატურა 12 გრადუსამდე მოიმატებს.