თბილისში მამაკაცის დანაწევრებული გვამი იპოვნეს
თბილისში, დოლიძის ქუჩასთან ახლოს ბოლქვაძის ქუჩაზე შუახნის მამაკაცის გვამი იპოვნეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, გვამი დანაწევრებულია და ჩანთაშია მოთავსებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.