თბილისში 4 ბაღი დაიხურა – 900-მდე აღსაზრდელი11 ბაღში გადანაწილდა

თბილისის ოთხი საბავშვო ბაღის აღსაზრდელები დღეიდან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს 11 სხვა ბაგა-ბაღში აგრძელებენ.
საუბარია 900-მდე ბავშვზე. 125-ე, 84-ე, 64-ე და მე-19 ბაგა-ბაღები შენობების ავარიულობის გამო, სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნების საფუძველზე დაიხურა.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შენარჩუნებულია ყველა ჯგუფი და აღმზრდელებიც არ შეიცვლებიან.
რაც შეეხება ავარიულ შენობებს, დაწყებულია მათი გამაგრებითი სამუშაოები – პროცესი რამდენიმე თვეში უნდა დასრულდეს.
“ბავშვები გადანაწილდებიან ახლომდებარე ბაღებში, ამასთანავე, აღმზრდელი პედაგოგებიც და ადმინისტრაციული პერსონალიც. ჩვენ დავიწყეთ უკვე მუშაობა და უახლოეს დღეებში გვექნება პროექტი ამ აღდგენითი, გამაგრებითი სამუშაოების. დღეიდან განახლდება სასწავლო პროცესი ამ ბაღებში,” – განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახა გვანცელაძემ.