კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

თბილისში გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს

თბილისში, საკუთარ სახლში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე დაჭრეს. როგორც თოფაძე ამბობს, მის შვილიშვილს 4 ჭრილობა აქვს მიყენებული და ახლა საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

თოფაძის თქმით, შემთხვევა დილით მოხდა. მისივე თქმით, მისი შვილი სავარაუდო დამნაშვეს შორიდან იცნობს.

„დილის 5:00 საათზე დაჭრეს, სახლში შემოუვარდნენ ჩემს შვილს. ახლა მოვედი საავადმყოფოდან, ოპერაცია გაუკეთეს, 4 ჭრილობა აქვს მიყენებული და ჯერ უგონოდ არის.

“ჩემთან სახლში მე-4 სართულზე, ჩემი შვილიშვილის სტუმრები იყვნენ, გოგოებიც ჰყავდათ, ბიჭებიც, ქეიფობდნენ, შემოვარდა ის კაცი. მანამდე დაურეკა ერთ-ერთს, ქალს, რომელიც ჩვენთან იყო, რაღაც აინტერესებდა, ეტყობა. ეს ადამიანი, ვინც ჩემი შვილიშვილი დაჭრა, არ იყო სტუმარი. დაურეკა ერთ-ერთ სტუმარს, ეს არისო მანდო? კი, ჩვენ ვართო და გამოვარდა, ეზოდან შემოვიდა. ამ პიროვნებას მგონი ჩემი შვილიშვილი შორიდან იცნობდა, მაგრამ იმას სხვა ქალბატონი აინტერესებდა, ამიტომ გააკეთა ეს ყველაფერი. არ ვიცი, ასე მეუბნებიან მაგის ნაცნობები და მეგობრები.” – განაცხადა გოგი თოფაძემ.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი პირი.

შსს-მ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანიაა.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ბ.ჟ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button