თბილისში სოციალურად დაუცველი ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ
დღეიდან თბილისში სოციალურად დაუცველი ოჯახები რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 და ნაკლებია, ელექტროენერგიის გადასახადისთვის კომპენსაციას მიიღებენ, ხოლო ნოემბერ-დეკემბერში კომუნალური ხარჯებისთვის მათ 100 ლარი გამეყოფათ.
თბილისის მერიაში განაცხადეს, რომ დღეისათვის დედაქალაქში ასეთი 35 415 ოჯახია და მთლიანობაში მათ დამატებითი ფულადი დახმარების სახით 424 980 ათასი ლარი ჩაერიცხებათ.