თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გაძვირდა

თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გაძვირდა.

ტარიფის ცვლილებას 4 სადგური ითხოვდა და საკითხზე გადაწყვეტილება სემეკმა მიიღო. თბოელექტროსადგურების ერთ ნაწილს ტარიფი 2 თეთრით, ხოლო მეორე ნაწილს 4 თეთრით გაუძვირდა. სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა ენერგო-პრო ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა.

მიხეილ ბოცვაძე ამბობს, რომ კომპანიისთვის ჯერჯერობით უცნობია შენარჩუნდება თუ არა ძველი სამომხმარებლო ტარიფი. მისივე თქმით, ტარიფის ცვლილება მარეგულირებელ კომპანიაზეა დამოკიდებული.

სემეკს ბიზნესისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს საქართველოს ენერგეტიკული კორპორაციის წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button