The Daily Mail-მა მერილინ მონროს უცნობი ფოტოსურათი გამოაქვეყნა
1949 წელს, მერილინ მონრომ ფოტოსურათი დამოუკიდებელ ფოტოგრაფთან გადაიღო და ფოტოსესიაში 50 დოლარი აიღო.
სექს-დივას ასეთი მოკრძალებული ჰონორარი იმით აიხსნება, რომ გადაღების მომენტში, იგი საქვეყნოდ ცნობილი ვარსკვლავი ჯერ არ იყო.
მერილინ მონრო (დაბადების სახელი: ნორმა ჯინ მორტენსონი), (დ. 1 ივნისი, 1926 – გ. 5 აგვისტო, 1962) ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი, ჰოლივუდის ერთგვარი „ხატი“, კულტისა და ყველა დროის სიმბოლო, მშვენიერებისა და მოდის იდეალი, ასევე სექს-სიმბოლო. მერილინ მონრო, ჟურნალ „ფორბსის“ ყველაზე შემოსავლიან გარდაცვლილ გამოჩენილ ადამიანთა სიაში, ერთადერთი ქალბატონია.