მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
თეა წულუკიანი დოლოჭოპის ტაძრის მდგომარეობას გაეცნო

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, ყვარლის მუნიციპალიტეტში,დოლოჭოპის ტაძრის მდგომარეობას გაეცნო
2018 წელს, მდინარე დურუჯისთვის კალაპოტის შეცვლის შედეგად, ტაძრის ტერიტორია მდინარის წყლით პერიოდულად იტბორება, რაც მას საფრთხეს უქმნის და აზიანებს.
წულუკიანის განმარტებით, კულტურის სამინისტრო შესაბამისი კვლევების ჩატარებას და ტაძრის გადარჩენას გეგმავს.
დოლოჭოპის დათვალიერება, არქეოლოგ ნოდარ ბახტაძის ინიციატივით შედგა.
ტაძარში არსებულ მდგომარეობის გასაცნობად, მიწვეული არქეოლოგები და არქიტექტორ- რესტავრატორებიც იმყოფებოდნენ.
ყვარლის მუნიციპალიტეტეში მდებარე დოლოჭოპის ტაძარი IV-V საუკუნეებით თარიღდება.
რამდენიმე წელია, სპეციალისტები დოლოჭოპოს ტაძარზე არსებული ვითარების შესწავლასა და მის რეაბილიტაციას ითხოვენ.