მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

თელაველები დაზიანებული წყლის სისტემის შეკეთებას 3 თვეა უშედეგოდ ითხოვენ

მესამე თვეა თელავში, თბილისის გზატკეცილზე მცხოვრები მოსახლეობა დაზიანებული წყლის სისტემის შეკეთებას ითხოვს.

დაზიანებული სისტემიდან, სასმელი წყალი ცენტრალურ ქუჩაზე მიედინება და ახლოს მცხოვრებ ოჯახებს პრობლემებს უქმნის. პარალელურად, უკვე ინგრევა ასფალტის საფარი, რომელიც ქუჩაზე ორი წლის წინ დააგეს.

” მესამე თვეა სად არ ვრეკავთ, კაციშვილი არ ინტერესდება. ხალხს წყალი არ აქვს და ასე ქუჩა- ქუჩა ღვრიან. ჩვენც ვერ ვაკეთებთ, მუნიციპალური ქუჩაა, აქ გათხრებისთვის დაგვაჯარიმებენ. გუბეებში დავდივართ, აქაურობა ნაგვით ივსება და არავის ენაღვლება”- თქვა რადიო ჰერეთთან, გზატკეცილის მცხოვრებმა, არჩილ აბრამიშვილმა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ჯონი ოსიაშვილი ადგილზე რადიო ჰერეთის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ მივიდა და მოსახლეობას დახმარებას დაპირდა.

” ძალიან ბევრი დაზიანებებია, ყველგან მუშაობენ. იმ კვირაში უკვე აქ გადმოინაცვლებენ და ყველაფერს მოაწესრიგებენ. ამ წუთში ყველა ბრიგადა დაკავებულია”- განაცხადა ოსიაშვილმა.

სასმელი წყლის სისტემის დაზიანებები, ბოლო ერთი წლის განმავლობაში თელავში განსაკუთრებით გახშირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button