მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავი- ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა პარალიზებულია

ამ წუთებში, თელავი- ყვარლის დამაკავშირებელ საავტომობილო მაგისტრალზე, მოძრაობა პარალიზებულია.
გადაადგილების შეწყვეტის მიზეზი, ძლიერი ქარი გახდა, რომელმაც გზის ერთ მონაკვეთზე ხეები წააქცია.

გზაზე შექმნილი ვითარების გამო, ავტომანქანების გადაადგილება შეჩერებულია.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ადგილზე უკვე სპეციალისტები მიემართებიან.

გზის გაწმენდით სამუშაოებს კი, სამაშველო სამსახური დაიწყებს

მსგავსი პოსტები

Back to top button