მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სიღნაღში ხორბლის ყანა დაიწვა

სიღნაღში ხორბლის ყანა დაიწვა. შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით გაჩენილმა ხანძარმა, ალადაშვილის კუთვნილი ხორბლის ყანა გაანადგურა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, დაახლოებით 5 ჰექტარზე, ჯერ კიდევ მოუმკელი მოსავალია დამწვარი.
ვარაუდობენ, რომ ხანძარი შესაძლოა მოსავლის აღების პროცესში კომბაინის გამონაბოლქვისგან გაჩნდა, რომელსაც ნაპერწკალი ახასიათებს.

ცეცხლის გაჩენის რეალურ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button