რეგიონი

თელავი-ვაზიანი გომბორის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილება შეიზღუდა

კახეთში მოსული უხვი ნალექის გამო, თელავი-ვაზიანი გომბორის დამაკავშირებელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ კვლავ შეზღუდულია.

გადაადგილება, გომბორის უღელტეხილზე, მხოლოდ მაღალი გამავლობის ზამთრის საბურავების მქონე ავტომობილებისთვისაა დასაშვები.

საგზაო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოში აცხადებენ, რომ გზებზე დილიდან ტექნიკური მარილი იყრება, რამდენიმე ერთეული ტექნიკით გზაც იწმინდება.

” ორი დღეა, თოვს. გზაზე მარილსაც ვყრით და ტექნიკაც გამოყვანილია გასწმენდად, თუმცა ინტენსიური თოვლი და ყინვა ამ პროცესს აფერხებს, ამიტომ გზაზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მუშაობს და საპატრულო პოლიცია დგას, შუამთის მონაკვეთთან-განაცხადა სამმართველოს უფროსმა, თამაზ აბდულაშვილმა.

მთლიანად, რეგიონში უამინდობა და თოვლია.
ამ დროისათვის თელავში, მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა შეფერხებულია.

მოძრაობა თავისუფალია, თბილისი-ბაკურციხე-თელავის საავტომობილო მაგისტრალზე, რომელიც თოვლის დიდი საფარის დროს გომბორის უღელტეხილთან ერთად, სახიფათო მონაკვეთს წარმოადგენს.

გომბორის უღელტეხილზე მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილება, მხოლოდ ამინდის გაუმჯობესების შემდეგ აღდგება.

მსგავსი პოსტები

Back to top button