მნიშვნელოვანირეგიონი

თელავის ბაზარი გაიხსნა

დღეს დილიდან თელავის აგრარულმა ბაზარმა მუშაობა დაიწყო. ამჯერად ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა მკაცრად კონტრდება. მათ სიცხეს უზომავენ. რეალიზატორებს უკეთიათ პირბადეები და რეზინის ხელთათმანები.

ბაზრის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ სრულად იცავენ კორონავირუსის გამო პრევენციული ღონისძიების ფარგლებში დადგენილ წესებს და ითვალისწინებენ სპეციალისტების რეკომენდაციების.

თელავის აგრარული ბაზარი ორ კვირიანი დახურვის შემდეგ, 27 აპრილს გაიხსნა, თუმცა მალევე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წესების დაუცველობის გამო ადმინისტრაცია 3 ათასი ლარით დააჯარიმა, ობიექტი კი იმავე დღის ბოლოს დახურეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button