რეგიონი

თელავის დრამატულ თეატრში მაყურებელი სპექტაკლს დაკეტილ შენობაში ესწრებოდა

თელავის დრამატულ თეატრში მაყურებელი სპექტაკლს დაკეტილ შენობაში ესწრებოდა.
გუშინ, 25 მარტს თეატრის მთავარი შესასვლელი, სპექტაკლის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის სტუმრობის გამო დაიკეტა.

წულუკიანი, თეატრში, მცირეწლოვანი ქალიშვილის, დაცვისა და რამდენიმე თანამშრომლის თანხლებით მივიდა.
მინისტრმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, ხოლო შენობაში მისი შესვლის შემდეგ, დაცვის თანამშრომლებმა, მთავარი შესასვლელი მედიის წარმომადგენლებს გასაღებით ჩაუკეტეს და თეატრში მყოფ რამდენიმე ჟურნალისტსაც დარბაზი დაატოვებინეს.

მომხდარი ფაქტი პირველი შემთხვევაა, როცა მაღალი თანამდებობის პირის სტუმრობის გამო, მედიას თეატრის ცენტრალური შესასვლელი დაუკეტეს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით კულტურის მინისტრი ქალიშვილთან ერთად სპექტაკლს დაესწრო და თეატრის ხელახალი ვადით დანიშნულ დირექტორს, პაატა გულიაშვილს შეხვდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button